საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას ITB ბერლინ 2023-ს პირველად მასპინძლობს.
180 ქვეყანა და 3 000-ზე მეტი სტუმარი გერმანიის დედაქალაქში ქართული სლოგანის - უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობის ქვეშ გაერთიანდა.
ტურისტული გამოფენის ფარგლებში, რომელიც 9 მარტამდე გაგრძელდება, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პიარისთვის 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული ბაზრის გამოყენება შეეძლება, რომელიც უცხოურ ტელევიზიებს, რადიოებსა და ბეჭდურ მედიას აერთიანებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ბერლინში ქართული გალაკონცერტით გაიხსნება. მანამდე კი გამოფენის დირექტორმა, რომელიც თავადაც იყო საქართველოში ტურისტის რანგში ჩამოსული, ტელევიზიების საშუალებით კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოფენის სტუმრებს, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ესტუმრონ.
57 წლიანი ისტორიის მქონე გამოფენის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურისტული მიმართულება მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან ქვეყანას ამისთვის ყველა მონაცემი აქვს, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურა.