26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით - განცხადება twitter-ზე გამოქვეყნდა

"ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონრპოექტთან დაკავშირებით" - ამის შეასხებ ეუთო/ოდირი წერს. ორგანიზაცია განცხადებას twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.

"გამოხატვის თავისუფლება და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონრპოექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ," – წერს ეუთო/ოდირი.

დღის ამბები