26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ვარდების რევოლუციის ნარატივი უკვე დიდი ხანია ჩაბარებულია ისტორიას - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას რევოლუციის შესახებ, მმართველ გუნდში უპასუხეს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რევოლუციას "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია აანონსებს. მათივე თქმით, პარტიის მიზანია რევოლუცია და არა კანონპროექტის მიზნობრივი განხილვა.

"ბოლო 2 წელიწადნახევარია და უფრო მეტიც, აქვთ ერთადერთი მიზანი, ქვეყანაში არეულობა და ამ არეულობის ფონზე რაღაც რევოლუციის და გადატრიალების მოხდენა, ეს არის მათი მიზანი. არანაირი საგნობრივი განხილვა მათ მიზანს არ წარმოადგენს. მიდიოდა ჩვეულებრივი ჩაშლა კომიტეტის, ანუ ვითომ პროცედურული საკითხების თითზე დახვევა, რომ რამენაირად საგნობრივი განხილვა არ დაწყებულიყო. რევოლუციას დიდი ხანია აანონსებენ, მაგრამ მთავარი რაც ვერ გაიგეს, არის რომ რევოლუცია მოსახდენია თვითონ შიგნით, რადიკალურ ოპოზიციაში. თუ რადიკალური ოპოზიცია რევოლუციურად არ შეიცვალა და არ განახლდა, როგორც პერსონალური შემადგენლობით, ასევე, შინაარსობრივად, ეს ვარდების რევოლუციის ნარატივი, უკვე დიდი ხანია ჩაბარებულია ისტორიას.

ოპოზიცია ვერ ათვიცნობიერებს, რომ ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა და არანაირი რევოლუციური ცვლილებების არც ობიექტური და არც სუბიექტური განწყობა არ არის, ეს მართლა მათი ტრაგედია არის, სწორედ ამიტომაც არის რომ ისინი ყოველ ჯერზე უშედეგო პოლიტიკას ატარებენ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები