26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე შეკრებილებს ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი და სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს", "რუსული ოცნება", "რუსებო", "მონებო".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის და ასევე, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

დღის ამბები