ზუსტად ერთი კვირის წინ ქართველმა კალათბურთელებმა, ქართული კალათბურთის ახალი ისტორია დაწერეს. პირველად, ჩვენი საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა მთავარი წინაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი შედეგი აჩვენოს. მსოფლიოს თასი წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ აზიურ ქვეყანაში გაიმართება. ესენია - ინდონეზია, იაპონია და ფილიპინები.
სანამ ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდებოდა დიდი გზა გაიარა. საქართველოს კალათბურთის ისტორია 100 წლის წინ იწყება. მაშინ როდესაც თბილისში პირველი საკალათბურთო ფარი ალექსანდრე ჭელიძემ დაამონტაჟა. ეს იყო ქართველი მძლეოსანი. 1923 წელს, პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შემდეგ იყო პირველი საერთაშორისო მატჩი, თბილისის პირველი ჩემპიონატი და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია. იყო რთული პერიოდებიც.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი