ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში ხვალიდან, ყველაზე რეიტინგული პროექტი ბრუნდება - "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი იწყება. უკვე ყველა მონაწილე შერჩეულია, დღეიდან მათ პირველად მოუწიათ ერთ დიდ სახლში თანაცხოვრება.
სულ 15 მონაწილეა, ვინც ყველაზე დიდ ხანს შეძლებს ამ სახლში ცხოვრებას, პროექტის გამარჯვებულიც ის გახდება.
თუმცა, მანამდე დიდი გზაა. ალბათ ჯერ კიდევ არ იციან პროექტის მონაწილეებმა თუ რა თავგადასავალი ელით მომდევნო თვეების განმავლობაში.
პროექტის პროდიუსერებმა, ახალ მონაწილეებს ბევრი სიურპრიზი მოუმზადეს. რეალითი შოუს შინაარსში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა.