კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ვერც ტრაილერები და ვერც მსუბუქი ავტომანქანები კობი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
გაუჩერებლად გავლის რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე.
ათეულობით ავტომობილი დგას გუდაურში, რომლებიც გზის გახსნას ელოდებიან.
მგზავრები და მძღოლები „კურიერთან“ საუბარში ამბობენ, მგზავრებმა დილით ტერიტორიის გავლა ვეღარ შეძლეს.
განცხადება ასევე გაავრცელა საგზაო დეპარტამენტმა. უწყების ინფორმაციით, კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროება არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა შეზღუდულია.