10 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაეროს წევრმა ქვეყნებმა მსოფლიო ოკეანეების დასაცავად ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.
"ღია ზღვის ხელშეკრულება" 2030 წლისთვის ზღვების 30%-ს დაცულ სივრცეში ათავსებს, რაც საზღვაო ბუნების დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. შეთანხმება 38 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ნიუ-იორკის გაეროს შტაბ-ბინაში მიიღეს.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის უახლესი შეფასებით, ზღვის ბინადართა გლობალური სახეობების თითქმის 10% გადაშენების რისკის ქვეშაა.
ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაცულ ტერიტორიებზე შეზღუდვები დაწესდება თევზაობის მასშტაბებზე, გემების მარშრუტებსა და კვლევით აქტივობებზე, მათ შორის ზღვის მინერალების მოპოვებაზე.