26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი "ვაკის პარკის საქმეზე" დააკავეს

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -"გრინსერვის +-ს", "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და "მშენექსპერტს".

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალდებას გიგა გიგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, გასული წლის 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ გიგაშვილმა განაცხადა, მომხდარი ტრაგედიის გამო მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სრულად ითანამშრომლებდა გამოძიებასთან.

 

დღის ამბები