26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ლევან იოსელიანს აქვს რესურსი გახდეს სახალხო დამცველი, თუ აქვს რესურსი, დაძლიოს პოლიტიკურ წარსული - გია ვოლსკი

ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ლევან იოსელიანს აქვს რესურსი გახდეს სახალხო დამცველი თუ ის დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც მოდის.

გია ვოლსკის თქმით, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა იოსელიანს მხარს დაუჭერს, თუ იქამდე უკეთესი კანდიდატი წარმოდგენილი არ იქნება.

იდეალური გადაწყვეტილების ძებნაში შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდეს. შეიძლება ყველასთვის სასიხარულო დასკვნები არ გააკეთოს, მაგრამ განცდა ობიექტურობისა უნდა ჰქონდეს, ნებისმიერ ადამიანს. იოსელიანს, მასთან პიროვნული ურთიერთობიდან გამომიდნარე თუ ვიმსჯელებთ, აქვთ ამის რესურსი, მაგრამ არ ვართ ჯერ დარწმუნებული, რომ ის გათავისუფლდება იმ პოლიტიკური აურიდან, რომლიდანაც მოდის.  თუკი აქვს რესურსი, დაძლიოს და გადალახოს ეს ნაკლოვანება, მხარიც უნდა დავუჭიროთ, თუ უკეთესი კანდიდატურა არ იქნება წარმოდგენილი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები