7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.