26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
თელავში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თელავში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.

პროექტის მიზანია ჩოგბურთის კორტების მოდერნიზება ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებისათვის.

სამუშაოები ითვალისწინებს 6 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები.

თელავის ჩოგბურთის კორტებზე ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონის ტურნირები და მოსამზადებელი ვარჯიშები.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, თელავის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩობურთის კორტები ოთხივე სეზონზე საერთაშორისო დონის ტურნირების მასპინძელი გახდება.

დღის ამბები