თავდასხმა ბიზნესზე თუ სპორტსმენის გაფრთხილება- არგენტინაში, ლეო მესის ოჯახის კუთვნილ სუპერმარკეტს ღამით ცეცხლი გაუხსნეს.
ორმა უცნობმა მაღაზია დაცხრილა და კედელზე გააკეთა წარწერა " მესი გელოდებით, ხავკინი ნარკომოვაჭრეა და ის შენზე არ იზრუნებს.
ინფორმაციას ადგილობრივი ბეჭდური მედია ავრცელებს და განმარტავს რომ " ხავკინი იმ ქალაქის მერია, სადაც მესის ოჯახის სუპერმარკეტია, ქალაქი კი ნარკორეალიზატორთა ბანდების თავშესაფრად მიიჩნევა.