26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 36 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 36 ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტივისტები პროტესტის მსვლელობისას არაერთხელ გააფრთხილეს - არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის დასაშვებ ფარგლებს. დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილი კი ჯერ შინაგან პოლიციის დეპარტამენტში, მოგვიანებით კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ პარლამენტთან შეკრებილები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

დღის ამბები