26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები. ერთი მხრივ არ შეიძლება ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ აფინანსებდე პოლარიზაციას, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები.

"როდესაც ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებ და თან ითხოვ დეპოლარიზაციას, ეს ხომ გამორიცხულია?! ისეთ რამეს თუ გთხოვს, რასაც ვერ შეასრულებ ,რა გამოდის?! ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პატიოსანი თამაშის წესებს, სხვანაირად არც ევროკავშირი იქნება, არც სუვერენიტეტი და არც მშვიდობა. ჩვენ გვინდა დეპოლარიზაცია, სწორი მიმართულებით სვლა და ეს გამჭვირვალობის გარეშე არ გამოვა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

განცხადება ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში გააკეთა. 

დღის ამბები