26 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ხმაური პარლამენტთან - ხმაურიანმა პროცესმა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა

რამდენიმე საათიანმა ხმაურიანმა პროცესებმა პარლამენტიდან უკვე ქუჩაში გადაინაცვლა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა. პარლამენტის შენობასთან შეკრება საღამოს 18:00 საათისთვის დაიწყო.

აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.  შენობის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები