"ხალხის ძალის" წარმომადგენელი თამარ ჩიბურდანიძე, აცხადებს რომ პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა წყალი შეასხა.
"ლელოს" ერთ-ერთმა ტვინიკოსმა, თავი ქართლის დედა რომ ჰგონია, ანა ნაცვლიშვილმა, დარბაზში წყალი შემასხა მხოლოდ იმიტომ, რომ რეპორტაჟს ვწერდი ჩემი ტელეფონით. მეც ავდექი და ერთი ბოთლი წყალი მთლიანად დავასხი თავზე. ხომ არ დამირღვევია კანონი?" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენაზე განხილვა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება.
ავტორებმა წარადგინეს პროექტების პრინციპები, რომელიც პრინციპულად მიუღებელია ოპოზიციისთვის. კამათის, ყვირილის, შეურაცხყოფის, მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს განხილვა - ოპოზიცია პროექტებს უწოდებს "რუსულ კანონს," რომელიც მესამე სექტორის, მედიის და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული.