26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 111-ე შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 111-ე შეხვედრა დასრულდა.

მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე  დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს. ბორდერიზაციის 3 ფაქტი დაფიქსირდა ამ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში ,ძირითადად უკვე არსებული უკანონო ინსტალაციები განახლდა.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების   უპირობო გათავისუფლება. ცხინვალის ციხეში  უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა მხარეებმა  ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს,მათ შორის სარწყავი სეზონისთვის წყლის სისტემებზე და სააღდგომოდ ეწ გადასასვლელების გახსნაზე. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 25 აპრილს ჩატარდება.

დღის ამბები