26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, გარდაცვლილების უმრავლესობა სტუდენტია

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. გარდაცვლილების უმრავლესობა სტუდენტია. საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ქალაქ სალონიკსა და ლარისაში, რასაც დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცველებთან.

პოლიციამ მომიტინგეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. დაკავებულია ადგილობრივი სადგურის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სიგნალიზაციაზე. მას ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენეს.

59 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს და ავარიას ტექნიკურ გაუმართაობას მიაწერს. სარკინიგზო კავშირის განცხადებით, უსაფრთხოების სისტემები გამართულად არ მუშაობდა, რაზეც მათ მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ უსაუბრიათ.

ხელისუფლება იძიებს, თუ როგორ შეეჯახა ჩქარონსული სამგზავრო მატარებელი სატვირთოს, რომელიც იმავე ლიანდაგზე საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები