26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
მცდელობაა, შეიფუთოს აღნიშნული კანონპროექტი როგორც რუსული, სიღრმეში არავინ შედის რატომ არის რუსული, რით განსხვავდება ამერიკული კანონპროექტისგან - კახა კალაძე

თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიესალმება ხალხის ძალის მიერი ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც  "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოს გულისხმობს. 

მისივე თქმით, უსაფუძვლო არგუმენტები აქვს ოპოზიციას და ზედაპირულად აფასებენ აღნიშნულ კანონპროექტს. 

"მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს. იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე და არაფერი არ არის პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთოვოთ, სადაც ასეთი  კანონები მუშაობს.

მცდელობა იმის, რომ შეიფუთოს აღნიშნული კანონპროექტი, როგორც რუსული, ასეთი შლეიფი მოსდევს, სიღრმეში არავინ არ შედის, რატომ არის რუსული, რით განსხვავდება ამერიკული კანონპროექტისგან, თუ ამერიკაში კარგად მუშაობს აღნიშნული კანონპროექტი საქართველოში რატომ ვერ იმუშავებს, რატომ იქნება საქართველოსთვის ცუდი - ამ არგუმენტებს ვერ ვისმენთ. ერთადერთი, რაც არის, საუბარია იმაზე, რომ ეს არის რუსული კანონი. რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ კანონს და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მსჯელობა გაგრძელდება პარლამენტში," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები