26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, არის საუკეთესო კვება, ამაზე უკეთესი საქართველოში არასოდეს ყოფილა - ჯუანშერ ბურჭულაძე

"ღამის კურიერის" ეთერში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს ქართულ ჯარში საუკეთესო პირობებია. მან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის ზრდაზეც ისაუბრა და  განმარტა, რომ ის შავი პიარი, რომელიც ქართულ ჯარს შეეხება, პერსპექტიული არ არის. 

"ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პრემიერის პოლიტიკა იყო და შემდეგ გაგრძელდა ეს პოლიტიკა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, ყველაზე მყარი არგუმენტი არის ის, რომ 40%-ით გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი. 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20%-ით ამ წლის იანვრიდან თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. სხვა პირობებს რაც შეეხება, დღეს ჯარში საუკეთესო კვებაა, ამაზე უკეთესი საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა არის ისეთი, რომ ალბათ ბევრი ნატოს ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას. იციან ჩვენმა ჯარისკაცებმა, რომ შავი კამპანიის დასაწყისი იყო ის, თუ რატომ აჭამეს ახალ წელს ჯარისკაცებს ხორციო და ამის გაგრძელებაა - რატომ აჩუქეს ჩვენს გმირებს საჩუქარი და ა.შ. ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ეს იწვევს ზუსტად აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს ჯარში,"- აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. 

დღის ამბები