26 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პარლამენტში ინიცირებულია სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას ეხება

ბათუმში სამასზე მეტი მრავალბინიანი ან კერძო ნაგებობაა, რომელიც ახალი ინიციატივის ფარგლებში ექსპლუატაციაში შევა. საცხოვრებლების მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, თუმცა ოჯახები ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ ფართის მათ საკუთრებაში რეგისტრაციას. ადგილობრივები ვერც კომუნალური თუ მუნიციპალური სერვისით სარგებლობდნენ. 

ახალი პროექტის მიხედვით, ნებართვის გაცემა ინდივიდუალურად განიხილება. ექსპლუატაციაში მიღების მთავარი წინაპირობა უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებაა, რისთვისაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო.

ცვლილებები უნებართვო მშენებლობებს არ შეეხება. სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდება

სამშენებლო ამნისტია ზღვისპირა ქალაქში ათასობით ოჯახს მოიცავს. მათ შორის ინიციატივა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე კერძო მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ საცხოვრებლებსაც შეეხებათ.

დღის ამბები