26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლს. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიას, რომელშიც გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა.

დღის ამბები