ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო. იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა სურთ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
აღნიშნული მომსახურების გადასახადი 18-დან 70 წლამდე მოქალაქეებისთვის 7 ევრო იქნება და ის 60 მდე ქვეყნის მოქალაქეს შეეხება, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.