დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - პოლიციამ 2 პირი დააკავა. ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა.
11 ივნისს დიღმის მასივში ერთმანეთს 10-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს დაიჭრა ორი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.