"მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებია დასაცავი", - ეს კომენტარი "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ხსენებაზე, პირველ რიგში, გახსენდება მისი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილისა და მისი "მავნებლური რეჟიმის" წინააღმდეგ.
"როდესაც მიხეილ ყაველაშვილს ახსენებ ადამიანი, აუცილებლად გახსენდება მისი ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ მავნებლური, დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება არაფერს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები არის დასაცავი. მიხეილ ყაველაშვილზე ადამიანს გახსენდება თავისი ქვეყნის მიმართ ერთგულება, ვინაიდან სწორედ ასეთია ის - ის, თავის დროზე, წარმატებული და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც პოლიტიკაში თავისი სახელი დატოვა და ახლა სხვა რეგალიიდან გააგრძელებს თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას", - აცხადებს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს, დილის 9:00 საათზე დაიწყება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.