27 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 10 და 17 ნოემბრის აქციებზე დაკავებული 11 ადამიანის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში 11 ადამიანის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ზვიად ცეკვავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს. 9 პირი სასამართლოში დაბარებულია 17 ნოემბრის აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო, ორი კი, იმავე ქმედებისთვის, 10 ნოემბრის აქციაზე, რომელიც სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

გამოძიება აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება.

დღის ამბები