27 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"მის მიმართ არის უდიდესი სიყვარული, ნდობა და დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უნდა ჰქონდეს თითოეულ ქართველს" - გივი მიქანაძე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე

"ქართული ოცნების" წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას. მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით და ნდობით სარგებლობს.

"ეს ადამიანი წლების განმავლობაში თავისი საქმიანობით ამტკიცებდა, რომ ის არის თავისი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი, ადამიანი, რომელიც თავისი შრომით აჩვენებდა კონკრეტულ შედეგებს და საქართველოს სახელი გაჰქონდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ ადამიანის მიმართ არის უდიდესი სიყვარული, ნდობა და, რაც მთავარია, ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უნდა ჰქონდეს თითოეულ ქართველს. ჩვენ მივესალმებით და გუნდმა ერთხმად დაუჭირა მხარი მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ მას პრეზიდენტობა, რადგან გუნდი ერთიანად დადგება მისი კანდიდატურის მხარდამჭერად", - აცხადებს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს, დილის 9 საათზე დაიწყება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც - ასეთია პროცედურა.

დღის ამბები