27 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
"ჩვენთვის განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს პროგრესული განვითარების წინაპირობას - ეს კურსი უცვლელად გაგრძელდება" - ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს პროგრესული განვითარების წინაპირობას და ეს კურსი უცვლელად გაგრძელდება.

მისი განმარტებით, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, ქვეყნის მასშტაბით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

"განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს პროგრესული განვითარების წინაპირობას. სწორედ ეს იყო და არის ჩვენი ხელისუფლების ხედვა და კვლავ უწყვეტად გავაგრძელებთ ამ კურსს. შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ეკონომიკაზე ორიენტირებული, მეცნიერებისა და ახალგაზრდების გაძლიერება. ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების პრიორიტეტულობაზე მეტყველებს სამინისტროს ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში 300%-ით, ანუ 4-ჯერ გაიზარდა. მომავალ წელს უპრეცედენტოდ, ისტორიაში პირველად, განათლების ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამით ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებულები ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით ესეც იქნება", - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

დღის ამბები