27 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
კვირების განმავლობაში სანქციების საკითხი მაგიდაზე დევს და საჭიროა მისი რეალურად ამოქმედება - შარლ მიშელი

ევროკავშირი ამ წუთებში სანქციების მეექვსე პაკეტზე მსჯელობს, რომელიც რუსეთს უნდა დაუწესდეს. რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს უნგრეთი და რამდენიმე სახელმწიფო კატეგორიულად არ იზიარებს. რუსეთისთვის ახალი სანქციების ასამოქმედებლად ყველა წევრის თანხმობა სჭირდება, ამის მიღწევა კი ბრიუსელმა ერთი თვეა ვერ მოახერხა.

"ეს არასოდეს ყოფილა ადვილი, ჩემი მოლოდინი დაბალია, რომ ეს მოგვარდება მომდევნო 48 საათში," - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპა ცდილობს სანქციები ისეთი იყოს, რომ პირველ რიგში კავშირში შემავალი ქვეყნები არ დაზარალდნენ.

რუსეთისთვის სანქციების მორიგი პაკეტის შინაარსზე შესათანხმებლად ევროკავშირის ქვეყნები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. თუმცა, სამიტზე განიხილავენ სხვა საკითხებსაც, მათ შორის თავდაცვა, ევროკავშირის გაძლიერება და განახლებადი ენერგია.

"კვირების განმავლობაში სანქციების საკითხი მაგიდაზე დევს და საჭიროა მისი რეალურად ამოქმედება. სწორედ ახლაა ამის დრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად შევძლებთ საერთო გადაწყვეტილების მიღებას. ამ გზით ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს ერთიან პოზიციას. ეს ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. იმედი მაქვს, რომ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება დავასრულოთ," - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დღის ამბები