27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ვმუშაობთ სამი ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე, მას ივნისის სამიტზე განვიხილავთ, საქართველოც ცხადია განხილვის საგანია - ესტონეთის პრემიერი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბრიუსელში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ, სადაც განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცება იქნება.

სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოდლოვას საკითხზე და სტატუსის მიღების მოლოდინებზეც ისაუბრეს. ტრიოს სამივე ქვეყანა ევროკომისიისგან საბოლოო ანგარიშს ელოდება - როგორც დღეს, ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში აღნიშნეს, სავარაუდოდ, სწორედ მომავალ სამიტზე, საბჭო კანდიდატის სტატუსს უკვე სამივე ქვეყნისთვის განიხილავს.

როგორც ბრიუსელში ითქვა, დისკუსიები სამივე ქვეყანაზე მიმდინარეობს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის თქმით, ტრიოს ქვეყნების საკითხს ივნისში განიხილავენ. მისივე თქმით, ცხადია, განხილვის საგანი საქართველოც.

"ვმუშაობთ სამი ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე, მას ივნისის სამიტზე განვიხილავთ. უკრაინამ უნდა მიიღოს ნათელი პირობები. საქართველოც ცხადია განხილვის საგანია. ჩვენ ყველა მათგანს თანაბრად მხარს ვუჭერთ. ყველა, ვინც ევროკავშირში გაწევრიანდა, მას გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწია, მათ შორის იყო ესტონეთიც. ეს იყო ანტიკორუფციულ კანონის თუ კანონის უზენაესობის კუთხით. შესაბამისად როცა პირობების დაკმაყოფილება მოხდება, შესაბამისი შედეგიც იქნება," - განაცხადა კაია კალასმა.

როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრი არტურს კრიშიანის კარინში აცხადებს, ევროპამ ამ ქვეყნებისთვის კარი უნდა გახსნას. ის მიიჩნევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის რთული გადასაწყვეტი არ არის.

"ევროპამ კარი უნდა გახსნას ამ ქვეყნებისთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის არაა რთული გადასაწყვეტი, ეს წმინდა პოლიტიკური ნაბიჯია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკრაინას და სხვა ქვეყნებს ეს სტატუსი უნდა მივანიჭოთ, იმისთვის, რომ გავხსნათ და გავაფართოვოთ ევროპული დემოკრატიული ოჯახი," - აცხადებს არტურს კრიშიანის კარინში.

დღის ამბები