27 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"ეს არის პიკი თავხედობის, "შავი ხვრელი", ეს ტერმინი თავად მოიგონეს" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

​პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერმინ "შავ ხვრელზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ეს თავად მოიგონა. 

"შავი ხვრელი" - ეს არის პიკი თავხედობის. "შავი ხვრელი" - ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს ამ კამპანიით მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს - თუ რას აკეთებთ ამ „შავი ხვრელის“ გამოსარიცხად. ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან - ნუ ვაკრიტიკებთ, ნუ ვესხმით თავს ევროპარლამენტარებს, კონკრეტულ ადამიანებს. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ, ამას ოპოზიცია ეძახის თავდასხმას. ანუ, რომ გცემენ, ხელი არ უნდა შეუბრუნო - ეს არის თავდასხმა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას, ეს ცალკე პარადოქსია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები