27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
თბილისის მერია, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დროს, სრულად იქნება შენარჩუნებული და დაცული მუზეუმის ავთენტურობა. პროცესი 18 თვის მანძილზე გაგრძელდება. სამუზეუმო ფონდი უკვე დაცულ ტერიტორიაზეა გადატანილი.

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1991 წელს დაარსდა. მუზეუმი დაარსებიდან დღემდე, ზანდუკელის ქუჩა N1-ში მდებარეობს, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

დღის ამბები