27 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი გაწეულ დახმარებებზე ისაუბრა და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

24 მაისის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში 4 თვითმფრინავით და 44 სატვირთო მანქანით, ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც 5 ათას 500 არასრულწლოვანია.

"საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის უკრაინის 20 ათასი მოქალაქე, საიდანაც დაახლოებით 5500 არასრულწლოვანია.

საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასევე გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობით, ვახორციელებთ ყველა ღონისძიებას, რაც საჭიროა საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. უკრაინის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში უკვე სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული.

როგორც იცით, ირაკლი ღარიბაშვილი ვარშავის კონფერენციაში მონაწილეობდა. ჩვენ მადლიერები ვართ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას, დახმარება გაუწიოს უკრაინელი ლტოლვილებს მიღებასა და განთავსებაში, ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მლნ დოლარს.

მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან გაწია უკრაინული სექტორის გახსნაზე, სადაც არიან უკრაინელი მასწავლებლები. ეს მოხდა თბილისში და ბათუმში სადაც 400-მდე ბავშვი სწავლობს," - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

დღის ამბები