27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
თითქმის 2 თვის შემდეგაც, ირპენი კვლავ დაღუპულებს გლოვობს - რას უყვებიან "კურიერს" ადამიანები, რომლებმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს

რუსები გადიან, თუმცა ტკივილი რჩება - თითქმის 2 თვის შემდეგაც, ირპენი კვლავ დაღუპულებს გლოვობს. ოკუპანტების მიერ მოკლული არიან დები, ძმები, ქმრები, ცოლები, მამები და დედები. ქალაქში, სადაც 62 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, თითქმის არ დარჩა ოჯახი, რომელმაც რუსული აგრესია საკუთრ თავზე არ გამოსცადა. 

ოკუპანტებმა ირპენის დატოვების წინ, ერთ-ერთის სახლი გადაწვეს. ლუდმილა "კურიერს" უყვება, რომ მის სახლში დაჭრილი ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს ტყვეობაში ჰყავდათ.

ლუდმილას მეზობელი კი იხსენებს, რომ მისი სახლიც რუსებმა გაანადგურეს. მისი თქმით, მისი ეზოდან ჯავშანმანქანიდან კორპუსს ესროლეს. მისი სახლი კი მეთაურის შტაბი იყო, საიდანაც ბრძანებებს გასცემდა, მათ შორის, ხალხის დახოცვის შესახებ. სანამ რუსები ვიტალის სახლში ცხოვრობდნენ, ის და მისი შვილი სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი.

ვიტალი და მისი ქალიშვილი სარდაფიდან ისმენდნენ, როგორ ეძებდნენ რუსი ოკუპანტები ადგილობრივ სამხედროებს, მოჰყავდათ თავზე ტომარაჩამოცმული და ხელებშეკრული ადგილობრივები და სცემდნენ, კეტავდნენ ოთახებში და კლავდნენ კიდეც.

ვიტალის სახლში გადარჩენილი მტკიცებულებები, გამოძიებამ ნივთმტკიცებულებად უკვე ამოიღო. 

ირპენში განადგურებულია ყველაფერი, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში აგროვებდნენ.

დღის ამბები