27 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ვინ არის პირი, რომელმაც ავტობუსში 31 წლის ცოლი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა

პირი, რომელმაც გურამიშვილის გამზირზე, ავტობუსში ცოლს ყელი 3 არასწრულწლოვანი შვილის და სხვა თვითმხილველების თვალწინ გამოჭრა - 1983 წელს დაბადებული როინ მებონიაა. გარდაცვლილი კი, 1991 წელს დაბადებული სოფო კვარაცხელია.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ცხედარი ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. თვითმხილველების გამოკითხვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. 

დღის ამბები