რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. უცხოელი აგენტების სიაში ყოფილი მაგნატი, მიხაილ ხოდორკოვსკი და ჭადრაკის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი შეიყვანა.
სამინისტრო ორივეს პრეტენზიას უყენებს, რომ პოლიტიკურად აქტიურობენ და ამ დროს მათ უკრაინა და ამერიკა აფინანსებს.
კასპაროვმა, რომელიც უკვე წლებია შტატებში ცხოვრობს, უკრაინაში ომის პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს დააკისრა.
ლონდონში მცხოვრები მიხაილ ხოდორკოვსკის ორგანიზაციის მიმართ კი, რუსეთის უწყებებმა არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა ზომებს. ხოდორკოვსკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იყო რუსეთში 1990-იან წლებში, მაგრამ ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ კრემლთან კონფლიქტში ჩაერთო. მან რუსეთის საპატიმროში ათი წელიწადი გაატარა.