27 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ტრაგედია ბოლო ზარის აღნიშვნის დროს - როგორია დაშავებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტრაგედია ბოლო ზარის აღნიშვნის დროს - ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც ერთი მოსწავლე და მისი სტუმრები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. 17 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებულები ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ამ დროისთვის, კლინიკაში დაშავებული გოგონაც რჩება,  რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდება.

"რომ მოვედით, მანქანა უკვე გადავარდნილი იყო. ბოლო რომ ამოყავდათ, მაშინ მოვედით და დაიღუპა ერთ - ერთი. დანარჩენები წაყვანილი ჰყავდათ, მძიმედ არიან ისინიც, დამტვრეულები არიან", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დღის ამბები