რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს - ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან - "ბალტიკონექტორის" მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.