საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ფლაი ეიდიალი" შემოდის. ავიაკომპანიის ლაინერები საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით იფრენენ.
კომპანია ოპერირებას მიმდინარე წლის 28 ივნისიდან იწყებს, "ფლაი ეიდიალი"კვირაში 15 რეისს შეასრულებს.