იანვარ - აპრილში, საქართველოს მთლიან ექსპორტში, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა 77,3% შეადგინა - წინასწარ მონაცემებს, საგარეო ვაჭრობის შესახებ საქსტატი აქვეყნებს. ოფიციალური მაჩვენებლებით, აპრილში, ადგილობრივი ექსპორტი 16,3%-ით გაიზარდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მათი პოლიტიკა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე აისახება.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რეგიონში მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, აპრილში ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გამოკლებით, მკვეთრად არის გაზრდილი. ექსპორტის ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე საუბრობენ ფინანსთა სამინისტროშიც.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განმარტავენ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას უძლებს. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანას პროდუქცია გააქვს როგორც მეზობელ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ექსპერტები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტემპზე საუბრობენ. ანალიტიკოსების შეფასებით, პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია, რაც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნებში მეტი საქონელი გაიტანოს და გაყიდოს.
ეკონომისტების განცხადებით, ექსპორტის ზრდა ხარისხიანი პროდუქცის წარმოებასა და მეტი ადამიანის დასაქმებასთან პირდაპირ კავშირშია.