წყალმომარაგების სისტემის განადგურების გამო, მარიუპოლში, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ბლოკირებულია, შესაძლოა ინფექციური დაავადებები გავრცელდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა საგანგებო სიტუაციების საკითხებში, კიევში, 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, რომ მარიუპოლში ქუჩებში უბრალოდ ჭაობებია, კანალიზაციის წყალი სასმელ წყალს ერევა. არის უზარმაზარი საფრთხე, რომ გავრცელდეს ბევრი ინფექცია, მათ შორის ქოლერა," - განაცხადა დორიტ ნიცანმა.