27 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
მუზეუმს აქვს ძალა - მუზეუმის საერთაშორისო დღის მთავარი დევიზი

მუზეუმს აქვს ძალა- ეს არის საქართველოში მუზეუმის საერთაშორისო დღის მთავარი დევიზი. რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია, დავით სარაჯიშვილის ექსპონატები, პოეზიის ღამე და ცნობილი ქართველი ქუჩის მხატვრის, გაგოშას ნამუშევრები - ამ ყველაფრის დათვალიერება და მოსმენა სტუმრებს მწერალთა სახლში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

მწერალთა სახლში მისულ მოქალაქეებს, საბჭოთა მემკვიდრეობაზე სალექციო კურსიც მოსმენის საშუალებაც ექნებათ.

სახლში, რომელიც დავით სარაჯიშვილის მიერაა აშენებული, სტუმრებისთვის ნაჩვენები იქნება უდიდესი ქართველი მეცანატის შესახებ შექმნილი, ორი ანიმაციური ფილმიც, რომელიც სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს ასახავს.

მსოფლიოში, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან აღინიშნება.

დღის ამბები