27 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ნიკა გვარამიას საქმე - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპონენტებს მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული,- ასეთ აფასებს ნიკა გვარამიასა და "რუსთავი 2-ის" საქმეს "ქართული ოცნება". 

პარტიის ლიდერი საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკა 2017 წელსაც ისმოდა, თუმცა ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა კი სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტები მართლმსაჯულებაზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მიზნის მიღწევას ახლა სასამართლოზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის კრიტიკის მთავარი ობიექტები კი ისევ იგივე აზრზე რჩებიან და თვლიან, რომ მათი პოზიციები 5 წლის წინაც და დღესაც ობიექტურია.

დღის ამბები