ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე.
რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის ოლქში იერიში მიიტანა ორ სკოლაზე - დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაშავებულები. უკრაინული მედია წერს,ხარკოვში, მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი ტანკებიდან გაუხსნეს.
ხერსონში, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ლტოლვილების კოლონაზეც, დაშავდა ქალი და ბავშვი. დონეცკში თავდასხმებს კი 4 უკრაინელი მოქალაქე ემსხვერპლა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ექვსი ტანკი, ექვსი ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.
უკრაინული მედია შავ ზღვაში რუსულ გემზე რაკეტა "ნეპტუნით" შეტევის შესახებ იუწყება.
თავდაცვის უწყების ცნობით კი უკრაინულმა ძალებმა, ლუგანსკის ოლქში, რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
გაეროს მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინა 6-მა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.
რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს დიდი ბრიტანეთი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი გერმანულ კომპანიებს რუსეთის დატოვებისა და უკრაინაში გადასვლისკენ მოუწოდებს.