27 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
""თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, გახდეთ ადამიანი, ვისი სახელიც ისტორიაში ჩაიწერება" - აზოვსტალის მებრძოლთა ოჯახები ერდოღანს მიმართავენ

"აზოვსტალის" ქარხანაში მყოფი მეომრების ოჯახის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, რომელშიც მათ ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ისინი გადარჩენისთვის, დახმარების თხოვნით თურქეთის პრეზიდენტს მიმართავენ. 

"ჩემი მეუღლე ახლა "აზოვსტალშია". მივმართავ ყველას - გთხოვთ გადაარჩინეთ ჩვენი დამცველები. მივმართავთ მსოფლიოს მასშტაბით ყველა მთავრობას, გთხოვთ დაგვეხმარეთ, ჩვენ დრო არ გვაქვს. მივმართავ ძლიერ ადამიანებს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს – გთხოვთ დაგვეხმარეთ მებრძოლების გადარჩენაში. ჩემი მეუღლე ყოველ დღე მიგზავნის ომის ჩანაწერებს, ჩვენ ვიცით იქ რა ხდება. ჩემი მეუღლე ამას ერთი სიტყვით აღწერს- აპოკალიფსი. იგი ამბობს, რომ იქ აპოკალიპტური მდგომარეობაა. დღეს მარიუპოლი 21- ე საუკუნის უდიდესი ჭრილობა და ტრაგედიაა", – განაცხადა ერთი-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრმა.

მებრძოლთა ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გააგზავნოს სამოქალაქო გემი, ყოველგვარი იარაღის გარეშე და წამოიყვანონ იქ დარჩენილი მებრძოლები.

„მინდა გითხრათ დილა მშვიდობისა, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია აღარ ვამბობ, ამიტომ უბრალოდ გამარჯობა. ჩემი შვილი ახლა  "აზოვსტალში", იმ ჯოჯოხეთში. ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ის ადამიანები იბრძვიან. ყველას ესმის რომ ომია, მაგრამ რაც "აზოვსტალში" ხდება, ომი არ არის, ეს სასაკლაო. ვითხოვთ ჩვენი ოჯახის წევრების გამოყვანას. ჩვენ გვჭირდება გმირი, რომელსაც ექნება საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს პროცედურა განახორციელოს. ამ საკითხს პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ და გეოგრაფიულად, ასეთი ქვეყანა შეიძლება იყოს თურქეთი და ასეთი გმირი შეიძლება იყოს თურქეთის პრეზიდენტი.  მივმართავ მას, როგორც კაცი კაცს, როგორც მამა მამას, გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი. თქვენ გაქვთ ასეთი ოპერაციის განხორციელების გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში, გთხოვთ გააზგავნოთ სამოქალაქო გემი, ყოველგვარი იარაღის გარეშე, რომ წამოიყვანოთ ჩვენი ოჯახის წევრები. გვესმის, რომ არსებობს რისკები, გვესმის, რომ შეიძლება გამოყვანის დროს ისინი მოკლან, მაგრამ არც არჩევანის ფუფუნება გვაქვს. პრეზიდენტო,  თქვენ გაქვთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ გახდეთ ადამიანი, ვისი სახელიც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც გმირი", – განაცხადა "აზოვსტალის" ერთ-ერთი მებრძოლის ოჯახის წევრმა.

დღის ამბები