CNN ექსკლუზიურ
კადრებს ავრცელებს, თუ როგორ დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა კიევის გარეუბანში შეტაკებების შემდეგ ორი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე. შემთხვევა მარტში მოხდა. მომხდარს ამჟამად უკრაინის პროკურატურა ომის დანაშაულად იძიებს.
CNN-მა მსხვერპლთა ვინაობა დაადგინა. ერთ-ერთი მათგანი გაძარცვული მანქანის მფლობელი იყო. მეორე კი დაცვის თანამშრომელი.