27 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ციხიდან ისევ სამოქალაქო კლინიკაში - სააკაშვილის პირობები "ვივამედში" გადაყვანასთან დაკავშირებით

შეთავაზება გაკეთებულია, პასუხი დადებითია, თუმცა სააკაშვილი საკუთარ პირობებს აყენებს. ექს-პრეზიდენტმა საკუთარი წინადადება წერილობით გამოაქვეყნა და პენიტენციურ სამსახურს მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვა მოსთხოვა.

პატიმარ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანენ, თუმცა საუბარია მხოლოდ გამოკვლევების ჩატარებაზე, რის შემდეგაც სააკაშვილის მკურნალობის შემდგომი ეტაპი გახდება ცნობილი.

დღეს პატიმარმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარი განცხადა, მიზეზი საპატიმროში მნახველების მიღების დღეა. "ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას დადებითად აფასებს, თუმცა ძალაში ტოვებს მთავარ მოთხოვნას, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეხება.

კლინიკა "ვივა მედი", რომელიც კონტრაქტის საფუძველზე პატიმრებს ემსახურება, მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და ირწმუნება, რომ ყველა სახის გამოკვლევის ჩასატარებლად მზადაა.

დღის ამბები