27 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
საკუთარი იდენტობის რეალური ისტორია -"ბატელი" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შედგა

"ბატელი" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შედგება. ბატელი ებრაელი გოგონაა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. სპექტაკლი მოგვითხრობს ქალის შთამბეჭდავ რეალურ ისტორიას, საკუთარი იდენტობისა და ბედნიერების გზაზე. თეატრალურ დადგმაში გაცოცხლებული ნამდვილი ამბები გოგონას საინტერესო ცხოვრების დეტალებს აღწერს. პიესა რეალურ ისტორიებზე ანა სანაიამ დაწერა, რეჟისორმა ანუკი ხიდეშელმა კი პიესა უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გააცოცხლა.

ამბავი ერთი პატარა გოგონას შესახებ, რომელიც ებრაელია და საქართველოში გაიზარდა - სპექტაკლში ბატელი თავის ცხოვრების და წინაპრების ისტორიებს გვიამბობს, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში და რამდენი ბედნიერი, სევდიანი თუ სიყვარულით სავსე დღე გაატარეს ამ მიწაზე. ბატელის ისტორია ნამდვილია. 

იდეა 3 წლის წინ გაჩნდა, თუმცა პანდემიის გამო მაყურებლამდე ვერ მივიდა. ახლა კი სპექტაკლი სახელწოდებით "ბატელი" პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლში მსახიობებს მრავალფუნქციური როლები აქვთ.

ისინი ბატელის ცხოვრებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟს განასახიერებენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბატელის, როგორც პიროვნების შექმნაში.  ბატელის" ნამდვილი ისტორიები, ახლა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. 

დღის ამბები