27 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
რომის პაპმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მოუსმინონ იმ ხალხს, ვისაც მშვიდობა სურს და რომლებმაც კარგად იციან, რომ იარაღს ეს არასოდეს მოაქვს

რომის პაპმა საკვირაო ქადაგებაზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. წმინდა პეტრეს მოედნიდან პაპმა ფრანცისკემ ლიდერებს მოუწოდა მოუსმინონ იმ ხალხს, ვისაც მშვიდობა სურს და რომლებმაც კარგად იციან, რომ იარაღს ეს არასოდეს მოაქვს.

"ღვთისმშობლის წინაშე სულიერად დაჩოქილი შევთხოვ მას მშვიდობას ხალხისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომის უაზრო ტრაგედიით ზარალდებიან. ყოვლადწმინდა ქალწულს ვავედრებ განსაკუთრებით უკრაინელი ხალხის ტანჯვასა და ცრემლებს.

ომის სიგიჟის წინაშე მყოფებმა, ყოველდღე ვილოცოთ მშვიდობისთვის და ქვეყნების ლიდერებისთვის, რათა არ დაკარგონ ინსტინქტი იმ ხალხის მიმართ, ვისაც მშვიდობა სურს და რომლებმაც კარგად იციან, რომ იარაღს ეს არასდროს მოაქვს," - აცხადებს რომის პაპი.

დღის ამბები